კალათბურთი

20:25 | 23.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიამ ცსკა-ში პირველივე ოფიციალურ მატჩში ტრავმა მიიღო

თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-ში პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა, რომელიც მისთვის მხოლოდ 3 წუთისა და 19 წამს გაგრძელდა, რადგან მუხლის ტრავმა მიიღო და თამაში ვეღარ გააგრძელა.

ცსკა VTB ლიგის პირველ ტურში სტუმრად ყაზახურ „ასტანას“ დაუპირისპირდა და ადვილად, 93:60 იმარჯვა. შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო, მატჩის დაწყებიდან 3 წუთში კი ტრავმის გამო მოედანზე დატოვა. ამ დროში მან 2 ქულა და 2 მოხსნა დააგროვა.

ჯერჯერობით უცნობია ქართველი კალათბურთელის ტრავმის ხარისხი. ცსკა კი მომდევნო მატჩს 26 სექტემბერს, ისევ VTB ლიგაში საკუთარ მოედანზე პერმის „ამკარის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.155469