ქართველი ლეგიონერები

11:42 | 23.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩიქოვანი და ცხოვრებაძე: ნაბიჯი ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე

ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩებში ირაკლი ჩიქოვანის კონსტანცამ შინ ფრედ, 27-27 ითამაშა პორტუგალიის სპორტინგთან ხოლო გიორგი ცხოვრებაძის მონპელიე დანიაში დამარცხდა სკიერნთან 30-31. საპასუხო მატჩები 29 სექტემბერსაა.

კონსტანცამ საკუთარი არენის უპირატესობა ვერ გამოიყენა, რადგანაც თამაში უმაყურებლოდ გაიმართა. ირაკლი ჩიქოვანმა თამაში ძირითად შვიდეულში დაიწყო და 1 გოლი გაიტანა. მეორე ნახევარში მასპინძლები 20-17 იგებდნენ, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს. კონსტანცამ ამ სეზონში უკვე გაიარა ერთი ეტაპი ევროპის ლიგაზე - პირველ ეტაპზე რუსეთის სტავროპოლი დაამარცხა.

დანიაში სკიერნ-მონპელიეს მატჩზე 400 ქომაგი დაუშვეს. მასპინძლებმა 14-11 მოიგეს ტაიმი, შესვენების შემდეგ მონპელიემ გაათანაბრა (14-14), მაგრამ ისევ ჩამორჩა, თუმცა, საპასუხო მატჩის ჯგუფურ ეტაპზე გასვლის კარგი შანსი აქვს. ითამაშა გიორგი ცხოვრებაძემ, თუმცა, გოლი არ გაუტანია. საპასუხო მატჩამდე, მონპელიე საფრანგეთის ლიდლ-სტარლიგის სეზონსაც გახსნის: - 26 სექტემბერს შარტრს უმასპინძლებს.

მეორე ეტაპის 12 წყვილის გამარჯვებული გავა ჯგუფურ ეტაპზე, სადაც შეუერთდება იქ წინასწარ განთესილ 12 კლუბს.

ხელბურთი. EHF ევროპის ლიგა 2020-21, კაცები

მეორე საკვალიფიკაციო რაუნდი. პირველი მატჩები. 22 სექტემბერი

სკიერნი (დანია) - მონპელიე (საფრანგეთი) 31-30

მნპ: შეგო (2 სეივი), ბონფუა (1) - რიშარსონი 6, პორტი 6, სიმონეტი 6, დუარტე 3, პელა 3, ბორჟესი 3, დესკა 2, ტრუხანოვიჩუსი 1, ა. ლენი, ბოსი, ცხოვრებაძე, ი. ლენი, ბატე

კონსტანცა (რუმინეთი) - სპორტინგი (პორტუგალია) 27-27

კონ: იანკუ, ვასილე - ნისტორი 10, კომოგოროვი 5, ბურიჩეა 3, ნიკოლიჩი 3, სანდრუ 1, ჩიქოვანი 1, სიმოვიჩი 1, ონური 1, შუშანუ 1, რადოევიჩი 1, კიუფა, ბლაჟევიჩი, ილიე, ანდრეი

აზოტი-პულავი (პოლონეთი) - კრისტიანსტადი (შვედეთი) 24-25

ბენიდორმი (ესპანეთი) - ფივერი (ავსტრია) 34-31

ჰოლსტებრო (დანია) - რაინ ნეკარი (გერმანია) 22-28

ბიერინგბო-სილკებორგი (დანია) - ცსკა (რუსეთი) 26-23

პოტაისა ტურდა (რუმინეთი) - ტულუზი (საფრანგეთი) 35-35

ბიდასოა ირუნი (ესპანეთი) - ნექსე (ხორვატია) 30-27

მეტალურგი (მაკედონია) - კრინს-ლუცერნი (შვეიცარია) 26-24

GOG (დანია) - ვინტერტური (შვეიცარია) 33-24

დიონდიოში (უნგრეთი) - ფუხსე ბერლინი (გერმანია) 23-25

ტრებნიე (სლოვენია) - ბალატონფურედი (უნგრეთი) გადაიდო

საპასუხო მატჩები 29 სექტემბერს,

პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე არიან: ლეონი (ესპანეთი), ნიმი (საფრანგეთი), მაგდებურგი (გერმანია), ტატაბანია (უნგრეთი), ეუროფარმ პელისტერი (მაკედონია), ვისლა პლოცკი (პოლონეთი), დინამო ბუკურეშტი (რუმინეთი), ჩეხოვსკიე მედვედი (რუსეთი), შაფჰაუზენი (შვეიცარია), ტატრან-პრეშოვი (სლოვაკეთი), ალინგსასი (შვედეთი), ბეშიქთაში (თურქეთი)

0.127858