ფეხბურთი

17:20 | 22.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ქართველების "როტორს" ზედიზედ მეორედ ტექნიკური წაგება ჩაეთვალა

რუსეთის პრემიერლიგაში ვოლგოგრადის „როტორს“ ზედიზედ მეორედ ტექნიკური წაგება ჩაეთვალა. „კრასნოდართან“ 0:3 ტექნიკური წაგების შემდეგ, პრემიერლიგის ხელმძღვანელობამ იგივე განაჩენი „როსტოვთან“ დაპირისპირებაზეც გამოიტანა.

საქმე ისაა, რომ „როტორში“ კორონავირუსი 10 ფეხბურთელს დაუდგინდა და გუნდმა ზემოხსენებული ორი თამაში არ ჩაატარა, რისთვისაც ტექნიკური წაგებით დაისაჯა. დაინფიცირებულთა შორის ბექა მიქელთაძე და ნიკა ყიფიანი არიან, ეს კლუბის ცნობით, რუსულმა მედიამ კი ზურიკო დავითაშვილის შესახებაც დაწერა.

„როტორს“ უახლოესი მატჩი 27 სექტემბერს, ყაზანის „რუბინთან“ ელოდება და კლუბი ჯერჯერობით ამ დაპირისპირებისთვის 14 ფეხბურთელით ემზადება. ცნობისთვის, ვოლგოგრადელები 8 ტურის შემდეგ 2 ქულით ბოლო პოზიციაზე მყარად იმყოფებიან.

„როტორში“ ოთხი ქართველია - ზურიკო დავითაშვილი, სოლომონ კვირკველია, ბექა მიქელთაძე და ნიკა ყიფიანი, ჯანო ანანიძემ კი გუნდთან კონტრაქტი გაწყვიტა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113462