ფეხბურთი

13:46 | 22.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბეილის აგენტი: „რეალის“ ფანები სამარცხვონოდ მოიქცნენ“

„ტოტენჰემის“ შემტევის, გარეთ ბეილის აგენტმა, ჯონათან ბარნეტმა, თავისი კლიენტის მადრიდულ კლუბში მომავალში შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა. შეგახსებთ, რომ 31 წლის უელსელზე უფლებები ჯერაც „რეალს“ ეკუთვნის.

„ვიმედოვნებ, გარეთის „რეალში“ დაბრუნების საკითხი აღარასოდეს წამოიჭრება. ის „ტოტენჰემში“ მიაღწევს წარმატებას და დარჩენას მოინდომებს. დანარჩენი წვრილმანები მოგვარდება. ასევე მჯერა, რომ ფეხბურთისადმი სიყვარულს კვლავ დაიბრუნებს და ითამაშებს ისე, როგორც შეუძლია. გარეთმა ხომ საზღვარგარეთ ბრიტანელ ფეხბურთელებს შორის ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია.

მგონი, „რეალში“ მის მიმართ ისეთი დამოკიდებულება არ იყო, როგორსაც იმსახურებდა. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი მისცა კლუბს. არავის ვამტყუნებ. უბრალოდ, ფანები სამარცხვინოდ მოექცნენ, კლუბმა კი არაფრით დაუჭირა მხარი.“ - ციტირებს ბარნეტის სიტყვებს BBC.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113579