სხვა

11:21 | 22.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატის ახალი თარიღი

ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო მაისიდან რამდენიმეჯერ გადავადდა, 19-21 ნოემბერს პრაღაში გაიმართება და ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები განაწილდება. თავდაპირველი გრაფიკით, ჩემპიონატი 1-3 მაისს უნდა ჩატარებულიყო, მერე ახალ თარიღად 8-10 ნოემბერი გამოცხადდა, ევროპის ძიუდოს ფედერაციის და მასპინძელთა ბოლო ერთობლივი გადაწყვეტილებით კი ჩემპიონატის თარიღმა რამდენიმე დღით გადაიწია.

ამასობაში, ირკვევა, რომ COVID-19-ის პანდემიის გამო 11-13 დეკემბერს არ ჩატარდება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საერთაშორისო ტურნირი - ტოკიოს დიდი სლემი. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) პრეზიდენტ მარიუს ვიზერსა და სრულიად იაპონიის ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელის იასუჰირო იამასიტას შეთანხმებით, ტოკიოს დიდი სლემის გაუქმება გადაწყდა. მათი განმარტებით, ტოკიოს ტურნირმა შესაძლოა, კორონავირუსის გავრცელებას შეუწყოს ხელი, რაც თავის მხრივ საფრთხეს შეუქმნის მომავალი წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს.

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119631