ფეხბურთი

10:27 | 19.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

"დილას" ახალწვეული ისრაელიდან

გორის „დილამ“ ებრაელი ფეხბურთელი ლიდორ კოენი დაიმატა. შიდა ქართლელთა ვებგვერდის ინფორმაციით, მან სამედიცინო შემოწმება გაიარა და კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა.

კოენი მარცხენა გარემარბია, მაგრამ ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზეც შეუძლია თამაში.

კარიერის უმეტესი ნაწილი მას „ფეთახ თიკვაში“ აქვს გატარებული, ხოლო ისრაელის 21-წლამდე ნაკრებში 3 მატჩში 1 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113029