ფეხბურთი

21:15 | 15.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

აბურჯანია ესპანეთში დასაბრუნებლად "ტვენტეს" ელოდება

გიორგი აბურჯანია ენსხედეს „ტვენტესგან“ საიჯარო ხელშეკრულების გაწყვეტას ელოდება, რომ ესპანეთში დაბრუნდეს და კარიერა „ოვიედოში“ გააგრძელოს.

Eldesmarque-ს ცნობით, ეს მარტივი პროცედურა იქნება, რადგან აბურჯანიას გასხვისების ინიციატორი თვითონ კლუბი იყო. „ტვენტეს“ სპორტული დირექტორი იან სტრეუერი აღნიშნავს, რომ გიორგი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ არაევროკავშირის ქვეყანას წარმოადგენს და მისი ხელფასი, რომელიც მთლიანობაში 422.000 ევროს შეადგენს, კლუბის ბიუჯეტზე ზეწოლას ახდენს.

ტრანსფერს მწვანე შუქი „სევილიამაც“ აუნთო, რომელსაც 25 წლის ქართველი ნახევარმცველის სატრანსფერო უფლებები ეკუთვნის. ამრიგად, „ტვენტესთან“ კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ აბურჯანია „ოვიედოში“ გადაბარგდება.

ეს კლუბი ესპანეთის ლა ლიგა 2-ის ბინადარია, სადაც გიორგის თავის დროზე „ხიმნასტიკისა“ და „ლუგოს“ რიგებში უთამაშია. „ტვენტეში“ მან გასულ სეზონში 19 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.109061