ფეხბურთი

2:16 | 15.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ჰამბურგის" ფეხბურთელი "დინამოს" ქომაგს ტრიბუნაზე დაუპირისპირდა (+VIDEO)

გერმანიის თასზე დრეზდენის „დინამო“ „ჰამბურგს“ დაუპირისპირდა და მატჩის დასრულების შემდეგ ინციდენტი მოხდა. სტუმართა ფეხბურთელი ტონი ლეისტნერი მასპინძელ ქომაგს ტრიბუნაზე აუვარდა დ თავს დაესხა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ლეისტნერი ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა, მოულოდნელად ტრიბუნაზე ავიდა და „დინამოს“ ფანს ფიზიკურად გაუსწორდა...

აღსანიშნავია, რომ გერმანელმა ფეხბურთელმა ინსტაგრამზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა და მომხდარი ინციდენტის გამო ბოდიში მოიხადა. ცნობისთვის, თამაში დრეზდენელებმა ადვილად მოიგეს (4:1).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113931