ფეხბურთი

0:05 | 15.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

სფფ აკადემია კვლავ დაუმარცხებელია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის გუნდებმა, ელიტ-ლიგაში მორიგი შეხვედრები გამართეს. სფფ აკადემიის 16-წლამდე გუნდმა ავაზას უმასპინძლა და დიდი ანგარიშით - 5:0 დაამარცხა მეტოქე. შოთა კაციას გუნდიდან ჰეთ-ტრიკით თავი ღურწკაიამ გამოიჩინა, ხოლო თითო გოლი ჭელიშვილმა და ელიზბარაშვილმა გაიტანეს.

მოგებების სერიას აგრძელებს სფფ აკადემიის 15-წლამდე გუნდიც. ვასილ ქურიძის ფეხბურთელებმა 3:0 დაამარცხეს ავაზელები. 15-წლამდელებიდან დუბლით ყველაშვილი გამოირჩა, ერთი გოლი კი სადღობელაშვილმა გაიტანა.

სფფ აკადემია U16: მაქაცარია, რურუა, პირტახია, მორჩილაძე, ხაბურძანია, ლაბაძე, ფუტლარაძე, ხიმშიაშვილი, გოჩიაშვილი, გოგნიძე, ღურწკაია

მთავარი მწვრთნელი: შოთა კუცია

სფფ აკადემია U15: მირცხულავა, სეფიაშვილი, სადღობელაშვილი, მაღრაძე, ქანთარია, გვიანიძე, ჩიქოვანი, ალიბეგაშვილი, დეისაძე, ყველაშვილი, ფრიდონიშვილი

მთავარი მწვრთნელი: ვასილ ქურიძე

GFF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118237