ფეხბურთი

19:12 | 13.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ხარაიშვილი დაბრუნდა და კვლავ ტრავმა მიიღო

თვენახევრიანი პაუზის შემდეგ გიორგი ხარაიშვილი „გიოტებორგის“ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა, მაგრამ ტრავმის გამო 33-ე წუთზე შეცვალეს.

შვედეთის ჩემპიონატის მეოცე ტურში „გიოტებორგმა“ „ფოლკენბერგი“ სტუმრად ადვილად 3:0 დაამარცხა, რის ხარჯზეც ახალი მწვრთნელის, როლანდ ნილსონის დებიუტი წარმატებული გამოდგა და ოლსვენსკანში 14-მატჩიანი მოუგებელი სერიაც დასრულდა.

გიორგის ივლისიდან მოყოლებული ტრავმა ჰქონდა, სამი დღის დაბრუნდა „ჰამარბისთან“ და ცვლილებაზე ითამაშა, ამჯერად სასტარტოში იყო, მაგრამ მოედნის ნაადრევად და იძულებით დატოვება მოუწია.

ჯერ დაზიანების სიმძიმე უცნობია, სავარაუდოდ, 24 წლის ქართველს კუნთის ტრავმა აქვს. მიმდინარე სეზონში ხარაიშვილმა ყველა ტურნირზე 15 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლის გატანა შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111935