ფეხბურთი

12:27 | 13.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

გორის "დილამ" ბრაზილიელი მცველი დაიმატა

გორის „დილამ“ ბრაზილეილი ფეხბურთელი ვანდერსონ სილვა დაიმატა. შიდა ქართლელთა ვებგვერდის ცნობით, 28 წლის მცველი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა.

ვანდერსონი უმეტესად ბრაზილიის ქვედა ლიგის გუნდებში თამაშობდა, „ვილა ნოვაში“, „ოპერარიოსა“ და „ანაპოლისში“.

ასევე, მცირე ხნით „სან კაეტანოს“ წევრი იყო, ხოლო ბრაზილიის ფარგლებს მიღმა, აზერბაიჯანულ „საბაჰსა“ და ებრაყლ „ბნეი სახნინში“ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116238