ფეხბურთი

1:03 | 13.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა დაიწყო, თანაც როგორ...

პირველივე მატჩში სამი გოლი გავიდა. „არსენალი“ მიკელ არტეტას ხელში დალაგებულ, თავდაჯერებულ გუნდს ემსგავსება. ტყუილად ხომ არ მოიგეს გასულ თვეში ორი პრიზი. ახლა მათ ორი ბრაზილიელი ვილიანი და გაბრიელი დაემატათ, რომლებიც საუკეთესოები იყვნენ მინდორზე. სხვათა შორის, ორივე სან პაულუს შტატიდნაა. ყოფილმა ჩელსელმა ვილიანმა სამი საგოლე პასი შეასრულა. ჯერ ლაკაზეტს გაატანინა, შემდეგ მასავით დებიუტანტ გაბრიელს და ბოლოს გუნდის შარშანდელ საუკეთესო მეგოლეს, ობამეიანგს.

მაშ ასე, 2020-21 წლების პირველი გოლის ავტორი „მეთოფე ალეკსანდრ ლაკაზეტი გახდა.

შვიდგოლიანი თრილერი გათამაშდა „ენფილდზე.“ განსაკუთრებით ამოდ საცქერი პირველი ტაიმი გამოდგა, რომელშიც მეტოქეებმაა ერთმანეთს ხუთი გოლი გაუტანეს. ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა 16 წლის შემდეგ ელიტაში დაბრუნებულმა „ლიდსმა.“ მარსელო ბიელსამ მართლაც სერიოზული სამუშაო გასწია ამ ორ წელიწადში და „ლიდსი“ რომ საჩუქარი არავისთვის იქნება, პირველივე ტურში დაამტკიცა.

მერსისაიდელები სამჯერ იგებდნენ და სტუმრებმა სამჯერ გაუთანაბრეს. ფანტასტიკაა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მასპინძელთა მცველები ხშირად ცდებოდნენ, განსაკუთრებით ალეკსადერ-არნოლდი და გომესი. „ლივერპული“ კი ჯერ ის „ლივერპული“ არ არის, რაც გასულ სეზონში იყო.

მო სალაჰმა ჰეთ თრიქი მიითვალა (ორი გოლი პენალტით) და „ლივერპულის“ პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც ზედიზედ ოთხი სეზონის პირველ მატჩში მოახერხა გატანა.

„როგორი თამაში, როგორი მეტოქე, შესანიშნავი სანახაობა. იშვიათია ასეთი ლამაზი გოლების ხილვა. ჩემი ფეხბურთელები ახლახან დაბრუნდნენ სანაკრებო შეხვედრებიდან და შეცდომებიც ამად დაუშვეს.

გაცილებით მეტი შეგვიძლია და ეს მომდევნო მატჩებში გამოჩნდება. „ლიდსი“ კი ძალიან მომეწონა. თუ ასე ორგანიზებულად და ჟინით ითამაშეს, კარგი სეზონი ექნებათ.“ - უთხრა შემდეგ კლოპმა Sky Sports-ს.

ინგლისი

პრემიერლიგა. 1 ტური. 12 სექტემბერი

ფულემი - არსენალი 0:3

ლონდონი. „ქრევენ კოტეჯი.“

0:1 ლაკაზეტი (8), 0:2 გაბრიელი (49), 0:3 ობამეიანგი (57)

ფულემი: როდაკი, ჰექტორი, ოდოი, რიმი, ბრაიანი, კებანო (ზამბო-ანგისა 63), კერნი, კავალეირუ, ჰარისონ რიდი, ონომა (დე კორდოვა რიდი 75), კამარა (მიტროვიჩი 63)

მწვრთნელი: სკოტ პარკერი

არსენალი: ლენო, ტირნი, გაბრიელი, ჰოლდინგი, ბელერინი, მეიტლენდ-ნაილსი, ელნენი, ჯაკა (სებალიოსი 78), ლაკაზეტი (ნკეტია 86), ვილიანი (პეპე 76), ობამეიანგი

მწვრთნელი: მიკელ არტეტა

მსაჯი: კრის კავანა

გაფრთხილება: ჰექტორი (26), კერნი (61); ობამეიანგი (39), ბელერინი (55)

ლივერპული - ლიდსი 4:3

ლივერპული. „ენფილდი.“

1:0 სალაჰი (4 პენ), 1:1 ჰარისონი (12), 2:1 ვან დეიკი (20), 2:2 ბემფორდი (30), 3:2 სალაჰი (33), 3:3 კლიხი (66), 4:3 სალაჰი (88 პენ)

ლივერპული: ალისონი, ალექსანდერ-არნოლდი (მატიპი 89), გომესი, ვან დეიკი, რობერტსონი, ვეინალდუმი, კეიტა (ფაბინიო 59), ჰენდერსონი (ჯონსი 66), ფირმინო, მანე, სალაჰი

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

ლიდსი: მელიე, ეილინგი, კოხი, დალასი, სტრეიკი, კოშტა, პაბლო (რობერტსი 62), ჰარისონი, ფილიპსი, კლიხი (შეკლტონი 81), ბრემფორდი (როდრიგო 62)

მწვრთნელი: მარსელო ბიელსა

მსაჯი: მაიკლ ოლივერი

გაფრთხილება: ფირმინო (76)

კრისტალ პალასი - საუთჰემპტონი 1:0

1:0 ზაჰა (13)

ვესტ ჰემი - ნიუკასლი 0:2

0:1 უილსონი (56), 0:2 ჰენდრიკი (87)

0.151314