ფეხბურთი

23:59 | 12.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძის სადებიუტო გოლი "ფეჰერვარში" (+VIDEO)

ბუდუ ზივზივაძემ „ფეჰერვარის“ შემადგენლობაში სადებიუტო გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა უნგრეთის ჩემპიონატის მეოთხე ტურში „პუშკაშ აკადემია“ მძიმე ბრძოლაში 3:1 დაამარცხა.

85-ე წუთამდე ანგარიში თანაბარი იყო (1:1), ხოლო ზივზივაძე მოედანზე მხოლოდ 79-ე წუთზე გოლის ავტორ და კონკურენტ ნიკოლიშის ნაცვლად გამოჩნდა. ბუდუმ გატანა მსაჯის მიერ კომპენსირებულ პირველ წუთზე მოახერხა და ეს მისი პირველია გოლია ახალ გუნდში.

იქამდე, ივან პეტრიაკმაც შეძლო გატანა (ვიდეოში პეტრიაკის და ზივზივაძის გოლია) და „ფეჰერვარმა“ 3:1 იმარჯვა. უნგურულ გუნდს 4 ტურში 8 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერია.

0.112604