ფეხბურთი

22:41 | 12.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპული“ – „ლიდსი“ 4:3. სალაჰის ჰეთ თრიქი

პრემიერლიგის პირველ ტურში, ჩემპიონმა „ლივერპულმა“ დებიუტანტ „ლიდსს“ უმასპინძლა და შვიდგოლიან თრილერში 4:3 გაიმარჯვა. მერსისაიდელები სამჯერ იგებდნენ და ლიდსელებმა სამჯერ გაუთანაბრეს. გამარჯვების გოლი კი თერთმეტმეტრიანით (ეგვიპტელმა პირველი გოლიც პენალტით შეაგდო) მო სალაჰმა გაიტანა 88-ე წუთზე და ჯამში ჰეთ თრიქი მიითვალა.

მარსელო ბიელსას ბიჭებმა კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, „ლივერპულის“ მოთამაშეებმა კი ბევრი შეცდომა დაუშვეს, განსაკუთრებთ დაცვაში.

ასე თუ ისე, ჩემპიონმა პრემიერლიგა გამარჯვებით დაიწყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118203