ფეხბურთი

14:49 | 12.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მაკარიძე ესპანურ გუნდში ითამაშებს

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძე „ალმერიაში“ ითამაშებს. ეს ამბავი პრაქტიკულად გადაწყვეტილია და მხოლოდ ოფიციალური დასტური აკლია. ესპანური მედიის ცნობით, მხარეები შეთანხმდნენ.

მაკარიძემ გუშინ თვითონ დაადასტურა, რომ სეტუბალის „ვიტორია“ დატოვა და თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღო. „ალმერიაში“ მისი გადასვლა რენე რომანის გუნდიდან წასვლამ დააჩქარა. ჩვენებურის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 1.5 მილიონი ევროა.

მაკარიძემ „სეტუბალში“ ბოლო სეზონ-ნახევარი გაატარა და 48 მატჩიც ჩაატარა, ხოლო საქართველოს ნაკრებში 14-ჯერ უთამაშია.

რაც შეეხება „ალმერიას“, ერთ დროს ლა ლიგაში თამაშობდა, მაგრამ ამჟამად ლა ლიგა 2-ის ბინადარია.

0.103214