ფეხბურთი

22:09 | 11.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ფულჰემმა" ჰოლანდიის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და "ლიონის" მცველი კენი ტეტე კარიერას პრემიერლიგაში დაბრუნებულ "ფულჰემში" გააგრძელებს. როგორც ლონდონური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა 4+1 სისტემის კონტრაქტს მოაწერა ხელი. ტეტეს სანაცვლოდ ფრანგებმა 3.2 მილიონი ევრო მიიღეს.

ტეტე "აიაქსის" აკადემიის აღზრდილია და "ილიმპიკმა" 2017 წელს დაიმატა. გასულ სამ სეზონში ფრანგული კლუბის მაისურით კენიმ 80 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და ცხრა საგოლე გადაცემა შეასრულა. ტეტეს ეროვნულ ნაკრებში 13 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.148867