ფეხბურთი

1:38 | 11.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

კაჭარავა თანაგუნდელებს დაემშვიდობა და პოლონეთში ბრუნდება: ცნობილია სატრანსფერო თანხაც

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა ძალიან ახლოსაა კარიერის პოლონეთის ექსტრაკლასაში გაგრძელებასთან. ამის შესახებ larnakasports-ი ჯერ კიდევ გუშინ წერდა, მაგრამ ამჯერად ახალ ცნობებს ავრცელებს.

როგორც ხსენებული გამოცემა წერს, კაჭარავამ „ანორთოსისში“ ბოლოჯერ ივარჯიშა და კლუბს ტოვებს. ნიკა 11 სექტემბერს, ანუ, დღეს, პოლონეთში იქნება და პოზნანის „ლეხში“ სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ ნიკა თანაგუნდელებს დაემშვიდობა და პოლონეთში დასაბრუნებლად ბარგი ჩაალაგა. ნიკას ქართველი თანაგუნდელებიც დაემშვიდობნენ - გიორგი ლორია, თორნიკე ოქრიაშვილი და მურთაზ დაუშვილი: "წარმატებები, მეფე ნიკა, მოგვენატრები ძმაო და შევხვდებით საქართველოს ეროვნულ ნაკრებში".

ექსტრაკლასაში ქართველი 2017-2018 წლების სეზონში კიელცეს „კორონაში“ თამაშობდა (29 მატჩი, 9 გოლი). კაჭარავა პოლონეთის ვიცე-ჩემპიონს ერთწლიანი იჯარით შეუერთდება და მისი გამოსყიდვა მომდევნო წელს 200 000 ევროდ შეეძლებათ.

ნიკა თემურ ქეცბაიას გუნდში 2018 წლიდან ირჯებოდა და ყველა ტურნირზე 50 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა. „ლეხს“ რაც შეეხება, შარშან მეორე ადგილზე გავიდა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118363