ფეხბურთი

0:27 | 8.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებს ვაკო გვილია დაუბრუნდა

საქართველოს ეროვნულნაკრებს ვაკო გვილია დაუბრუნდა. ეს ინფორმაცია წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ვლადიმირ ვაისმაც დაადასტურა.

გვილიას ესტონეთთან მატჩი გაუცდა და გუნდს ტალინში საერთოდ არ გაჰყოლია. როგორც გაირკვა, მას ტრავმა არ ჰქონდა, უბრალოდ ჯანმრთელობის პრობლემების გამო დაისვენა. თუმცა, მას შემდეგ გუნდთან ერთად ივარჯიშა და სათამაშოდ მზადაა.

შეგახსენებთ, საქართელოს ნაკრები 8 სექტემბერს 20:00 საათზე, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს უმასპინძლებს. პირველ ტურში ორივემ მოიგო, საქართველომ სტუმრად ესტონეთა აჯობა (1:0), ხოლო მაკედონიამ შინ სომხეთს (2:1).

0.150631