კალათბურთი

21:12 | 7.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

Jr. NBA-ის მორიგი სამწვრთნელო – ონლაინ კლინიკა

Jr. NBA-ის მეორე სამწვრთნელო – ონლაინ ლაივ კლინიკის შემდეგ, რომელსაც იგორ კოკოშკოვი გაუძღვა, Jr. NBA-ის გუნდი დაინტერესებულ პირებს 13 სექტემბერს, 22:00 საათზე, მესამე სესიაზე იწვევს. ამჯერად სესიას “ატლანტა ჰოუქსის” მთავარი მწვრთნელი, ლოიდ პირსი გაუძღვება. იგი ისაუბრებს ახალგაზრდა მოთამაშეთა საფუძვლებსა და უნარ-ჩვევების განვითარებაზე.

Jr. NBA სამწვრთნელო – ონლაინ კლინიკა არის უფასო საერთაშორისო პროგრამა. სესიებზე მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ OWQLO აპლიკაციაზე დარეგისტრირებაა საჭირო. აღნიშნული აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც Apple-ის, ისე Android-ის მომხმარებლებისთვის.

რეგისტრაციის გასავლელად გადმოტვირთეთ აპლიკაცია OWQLO და მიჰყევით ინსტრუქციას:

Applehttps://apps.apple.com/us/app/owqlo/id1441823663

Android – https://play.google.com/store/apps/details?id=com.owqlo.app&hl=en_GB

GBF.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.087958