ჩოგბურთი

1:16 | 7.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნოვაკ ჯოკოვიჩი Us Open-იდან მოხსნეს (+VIDEO)

მსოფლიო რეიტინგის ლიდერი ნოვაკ ჯოკოვიჩის აშშ-ს ღია პირველობიდან მოხსნეს. მერვედფინალში სერბი პაბლო კარენო-ბუსტას ეთამაშობოდა, როდესაც ხაზის მსაჯს ბურთი გაარტყა.

ეს ჯოკოვიჩს ძვირად დაუჯდა, მსაჯებმა მომხდარზე იმსჯელეს და სერბი თამაშიდან, შესაბამისად ტურნირიდანაც მოხსნეს.

ინციდენტის მომენტში პირველი სეტი მიმდინარეობდა და ჯოკოვიჩი 5:6 მარცხებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ნოვაკმა მსაჯების გადაწყვეტილება გააპროტესტა, ცხადია, ამან შედეგი ვერ გამოიღო.

0.11942