კალათბურთი

13:36 | 6.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 7 ქულა "ზენიტთან"

მოსკოვის ცსკა ახალი სეზონისთვის ემზადება და პრესეზონის ფარგლებში მეოთხე მატჩი გამართა. თორნიკე შენგელიას ახალმა გუნდმა სანქტ-პეტერბურგის „ზენიტი“ 78:72 დაამარცხა.

თორნიკე შენგელიას არც ისე კარგი მატჩი ჰქონდა, საკუთარ გუნდს მხოლოდ 7 ქულით შეეწია. საუკეთესო კი მაიკ ჯეიმსი იყო 23 ქულით, 3 მოხსნით და 2 პასით, ვილ კლაიბერნმა კი 18 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელია მოსკოვის ცსკა-ში ორი თვის წინ, 3-წლიანი კონტრაქტით გადავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125206