ფეხბურთი

2:27 | 6.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

მაკედონიის მწვრთნელი საქართველოში გაბრაზებული მოდის: "არანორმალურ პირობებში გვათამაშეს!"

საქართველოს ნაკრების მსგავსად ერთა ლიგის C დივიზიონის ჯგუფური ეტაპი გამარჯვებით ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებმაც დაიწყო, რომელმაც სკოპიეში სომხეთი 2:1 დაამარცხა.

მასპინძელთა მთავარი მწვრთნელი იგორ ანგელოვსკი გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა, მაგრამ თამაშის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით - არა. 44 წლის სპეციალისტმა ისიც დააანონსა, რომ თბილისში ვეტერანი გორან პანდევი ძირითად შემადგენლობაში იქნება.

„ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო და ჩემს ბიჭებს ვულოცავ, რადგან არანორმალურ პირობებში ვთამაშობდით. იცით როგორ ცხელოდა გარეთ და მინდორი კიდევ უფრო ცხელი იყო. ადრე უკვე ვთქვი, რომ პრობლემა ისაა, რომ როდესაც ფეხბურთელები ფორმაში არ არიან, შესაძლებელია კონცენტრაციის დაკარგვა, მაგრამ საბედნიეროდ ეს არ მოხდა. ამხელა შესვენების შემდეგ ჩემთვის ნორმალურია ასეთი თამაში. ვწუხვარ, რომ ვიღაცამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომ შუადღის 3 საათზე გვეთამაშა და მხოლოდ სამი ცვლილების უფლება გვქონოდა. ფეხბურთელების ჯანმრთელობაზე ცოტა მეტი უნდა დაფიქრდნენ.

გორან პანდევი ძირითადში არ იყო, რადგან მხოლოდ ოთხჯერ ივარჯიშა, ამიტომ შევთანხმდით, რომ მხოლოდ 30 წუთი დაეთმობოდა, თუმცა, საქართველოში ძირითადი შემადგენლობიდან ითამაშებს“, - თქვა ანგელოვსკიმ.

შეგახსენებთ, ერთა ლიგის C დივიზიონის მეორე ჯგუფს 3-3 ქულით საქართველო და ჩრდილოეთ მაკედონია ლიდერობენ. ეს გუნდები ერთმანეთს 8 სექტემბერს, თბილისში შეხვდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109086