ფეხბურთი

1:08 | 6.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ესტონელები კვარაცხელიაზე: "19 წლის ბიჭმა შეგვარცხვინა"

ესტონური ვებგვერდი Sport.delfi ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით აღფრთოვანებული დარჩა და საქართველოს ნაკრებთან მატჩი შემდეგნაირად შეაფასეს:

„თამაშის შესახებ სიმართლე უნდა ითქვას, ესტონეთს საქართველოსთან სირთულეები ჰქონდა, 19 წლის ფეხბურთელმა ესტონელები შეარცხვინა“, - წერს გამოცემა.

კვარაცხელიამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კარიერაში მეორე მატჩი ჩაატარა და საგოლე პასით გააკეთა. სწორედ მისი გადაცემით გაიტანა ნიკა კაჭარავამ გამარჯვების გოლი. გარდა ამისა, ჩვენებური მთელი თამაში ძალზე აქტიური იყო, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის იდეალურ პოზიციის (მარცხენა ფლანგი) ნაცვლად მთელი 90 წუთი მარჯვენა ფლანგზე გაატარა. ხვიჩა მოედანზე ცალსახად საუკეთესო იყო.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების პირველი ტურის შემდეგ სამი ქულა აქვს და ჯგუფს ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად ლიდერობს, რომელსაც 8 სექტემბერს თბილისში დაუხვდება. ეს თამაში 20:00 საათზე, „დინამო არენაზე“ უმაყურებლოდ გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120693