ფეხბურთი

19:10 | 5.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ერთა ლიგა, საქართველოს ჯგუფი: ჩრდ. მაკედონია თბილისში გამარჯვებული მოდის

უეფას ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველოს ჯგუფი სკოპიეში, ჩრდილოეთ მაკედონიისა და სომხეთის ნაკრებების დაპირისპირებით გაიხსნა.

შეხვედრაში გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ, რომლებმაც პირველივე ტაიმში ორი გოლი გაიტანეს და ორივე პენალტით. ჯერ ეზგიან ალიოსკიმ გახსნა ანგარიში, ხოლო შემდეგ თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან ილია ნესტოროვსკი მივიდა და მანაც ზუსტად დაარტყა.

სომხეთის ნაკრებმა მატჩის მიწურულს პრესიტჟის გოლის გატანა შეძლო, მაგრამ წაგებას თავი ვერ დააღწია. მეტოქის კარი ტიგრან ბარსეგიანმა დალაშქრა.

ამრიგად, ჩრდილოეთ მაკედონიას 3 ქულა აქვს, სომხეთს - 0. 8 სექტემბერს, თბილისში, ჩრდილოეთ მაკედონია საქართველოს ნაკრებს ესტუმრება, ხოლო სომხეთი ესტონეთს უმასპინძლებს.

ჩრდ. მაკედონია - სომხეთი 2:1 (2:0)

გოლები: 1:0 ალიოსკი (4, პენ), 2:0 ნესტოროვსკი (38, პენ), 2:1 ბარსეგიანი (90)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127839