კალათბურთი

21:53 | 3.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: სტივ ნეში "ბრუკლინის" მთავარი მწვრთნელია

NBA-ს ყოფილი ვარსკვლავი სტივ ნეში „ბრუკლინის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ინფორმაცია „ნეტსის“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მათ რამდენიმე კანდიდატი ჰყავდათ, მაგრამ არჩევანი 46 წლის კანადელზე შეაჩერეს, რადგან მას ლიდერის თვისებები გააჩნიათ. „ბრუკლინში“ მიიჩნევენ, რომ სტივი კევინ დურანტსა და კაირი ირვინგს ტიტულის მოგებაში დიდ დახმარებას გაუწევს.

აღსანიშნავია, რომ „ფინიქს სანსისა“ და „ლეიკერსის“ ყოფილ კალათბურთელს აქამდე მთავარი მწვრთნელის პოსტზე არასდროს უმუშავია, ბოლო სამი წელი კი „გოლდენ სტეიტ უორიორზში“ კონსულტანტად მუშაობდა.

აქვე გეტყვით, რომ სტივ ნეში ცნობილი ესპანური საფეხბურთო კლუბის, „მალიორკას“ ერთ-ერთი აქციონერია.

0.123274