ფეხბურთი

12:50 | 3.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

იბიშევიჩი „შალკეში“ გადადის

„ჰერტას“ ყოფილი შემტევი, ვედად იბიშევიჩი, უახლოეს დღეებში „შალკესთან“ კონტრაქტს გააფორმებს. ბოსნიელი ახალ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა.

36 წლის იბიშევჩმა გელზენკირხენულ კლუბში უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება დ ახლა მხოლოდ უმნიშვნელო წვრილმანები დარჩა შესათანხმებელი. „შალკეში“ ის 11 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ბუნდესლიგის გასულ სეზონში იბიშევიჩმა „ჰერტას“ მაისურით 27 მატჩი გამართა, 9 ბურთი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094438