ფეხბურთი

0:46 | 3.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები: შეკრების მესამე დღე (+VIDEO)

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის C დივიზიონის საწყისი ორი მატჩისთვის მზადებას აგრძელებს. ვლადიმირ ვაისის გუნდი უკვე მესამეა დღეა ვარჯიშობს და საწვრთნელ პროცესში 25 ფეხბურთელი მონაწილეობს.

ვლადიმირ ვაისის გუნდს 1 სექტემბერს ლეგიონერებიც შეუერთდნენ და ნაკრებში გამოძახებული ყველა ფეხბურთელი სრული დატვირთვით ვარჯიშობს.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 5 სექტემბერს, ტალინში, ესტონეთს ესტუმრება, ხოლო 8 სექტემბერს, თბილისში, ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს. ორივე მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი),სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი), დავით კობოური (დინამო, თბილისი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), გიორგი კუცია (დინამო, თბილისი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118249