ფეხბურთი

20:21 | 2.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ატალანტა" კარსდორპის დამატებასთან ახლოსაა

"რომას" მცველი რიკ კარსდორპი კარიერას "ატალანტაში" გააგრძელებს. როგორც ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოს ვებგვერდი იუწყება, ბერგამოელები ფეხბურთელის დამატებასთან ახლოს არიან, მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში ჰოლანდიელი ფეხბურთელი ახალ გუნდში გადავა.

კარსდორპი 2020/21 წლების სეზონში "ატალანტას" რიგებში იჯარის წესით ითამაშებს, ხოლო შემდეგ წელს ბერგამოელებს ფეხბურთელის 7 მილიონ ევროს სანაცვლოდ გამოსყიდვის საშუალება ექნებათ.

რიკი "რომამ" 2017 წელს "ფეიენოორდიდან" დაიმატა, თუმცა ფეხბურთელი ორი სეზონი ტრავმირებული იყო და იშვიათად თამაშობდა ხოლმე, გასულ სეზონში კარსდორპი მშობლიურ, როტერდამულ კლუბში იჯარის წესით თამაშობდა და 24 შეხვედრაში ორი გოლის გატანა და ხუთი საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110357