კალათბურთი

23:46 | 11.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

20-წლამდელთა პირველი გამარჯვება

საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში პირველი გამარჯვება იზეიმა. დავით უსტიაშვილის შეგირდებმა ავსტრიასთან შეხვედრაში პირველ ტურზე გაცილებით უკეთ ითამაშეს და 72:55 მოიგეს.

შეგახსენებთ, რომ საწყის მატჩში ქართველი კალათბურთელები ფინეთთან 56:75 დამარცხდნენ და იმ მატჩში მოწოდების სიმაღლეზე მხოლოდ ბექა ბურჯანაძე (21 ქულა, 19 მოხსნა) გახლდათ, ამჯერად კი, მას მხარი თანაგუნდელებმაც აუბეს.

როგორც აღვნიშნეთ, ავსტრიელებთან შეხვედრაში ქართველებმა 17 ქულით იმარჯვეს, თამაშის ბედი კი დასკვნით მეოთხედში გადაწყდა, რომელიც ჩვენმა გუნდმა 26:14 მოიგო.

საქართველოს ნაკრებში საუკეთესო ამჯერადაც ბურჯანაძე იყო, რომელმაც 37 წუთში 25 ქულა, 14 მოხსნა, 4 ჩაჭრა, 1 პასი და 1 დაფარება მოაგროვა. ქართველმა ფორვარდმა 12-დან 5 ორქულიანი, 9-დან 4 სამქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

ჩინებულად გაისარჯა ირაკლი მიქელაძეც, რომელსაც სამმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა და თანაც არცერთი დაკარგვა ჰქონია. მიქელაძემ 31 წუთში 19 ქულა, 7 მოხსნა, 9 პასი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკ-შოტი მიითვალა. ირაკლიმ კარგი პროცენტული მაჩვენებლებით: 4-დან 3 ორქულიანი, 5-დან 3 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო გამოიყენა.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებში 10-ქულიან ზღვარს კიდევ ორმა კალათბურთელმა უწია: გიორგი ცირეკიძემ 11 ქულა მოაგროვა, ვალერი კვანტალიანმა კი – 10.

ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოში მიმდინარე ტურნირის 2 ტურის თავზე B ჯგუფში თითო მოგებით და თითო მარცხით უკრაინა, ავსტრია, საქართველო და ჰოლანდია დაწინაურდნენ, თითო გამარჯვება აქვთ აქტივში ბელარუსს და ფინეთსაც, რომელთაც მე-2 შეხვედრები ჯერაც არ ჩაუტარებიათ.

შეგახსენებთ, რომ B დივიზიონის ჯგუფების პირველ-მეორე ადგილოსნები ნახევარფინალში ითამაშებენ, საუკეთესო სამეული კი ელიტაში თამაშის უფლებას მოიპოვებს. მე-3 ტურში, 12 ივლისს, თბილისის დროით 19:00 საათიდან ქართველი 20-წლამდელები ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ უკრაინას გაეჯიბრებიან.

 

ევროპის ჩემპიონატი 20-წლამდე კალათბურთელთა შორის. B დივიზიონი. სარაევო (ბოსნია-ჰერცეგოვინა). B ჯგუფი. მე-2 ტური. 50 მაყურებელი

ავსტრია – საქართველო 55:72 (17:14, 7:17, 17:15, 14:26)

საქართველო: ბოლქვაძე (21 წ. 3 ქ. 7 მ.), ლილუაშვილი (9 წ.), ბურჯანაძე (37 წ. 25 ქ. 14 მ. 4 ჩ.), ტომარაძე (11 წ.), გოგოძე (19 წ. 2 ქ.), მიქელაძე (31 წ. 19 ქ. 7 მ. 9 პ.), კვანტალიანი (18 წ. 10 ქ.), ცირეკიძე (25 წ. 11 ქ.), აბულაძე (16 წ. 2 ქ. 3 პ.), სანაძე (14 წ.).

მწვრთნელი: დავით უსტიაშვილი.

 

1-ლი ტური

საქართველო – ფინეთი 56:75

ჰოლანდია – უკრაინა 57:54

შვეიცარია – ავსტრია 41:65

 

მე-2 ტური

უკრაინა – შვეიცარია 75:58

ბელარუსი – ჰოლანდია 89:64

 




1.    უკრაინა 2 1/1 129/115 3
2.    ავსტრია 2 1/1 120/113 3
3.    საქართველო 2 1/1 128/130 3
4.    ჰოლანდია 2 1/1 121/143 3
5.    ბელარუსი 1 1/0 89/64 2
6.    ფინეთი 1 1/0 75/56 2
7.    შვეიცარია 2 0/2 99/140 2

 

მე-3 ტური. 12 ივლისი

19:00 საქართველო – უკრაინა

19:30 ფინეთი – ავსტრია

21:30 შვეიცარია – ბელარუსი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06217