ჭადრაკი

16:30 | 27.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

2 ლიდერი 7 ტურის თავზე

თბილისის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე საქართველოს ქალთა ჩემპიონატის პირველი ლიგის გათამაშებას 7 ტურის თავზე ორი ლიდერი ჰყავს: სოფიო გვეტაძის (2313) და სოფიო ნიკოლაძის (2174) აქტივში 6-6 ქულაა.

ლიდერებს კვალში 3 მოჭადრაკე უდგას, რომელთაც 5-5 ქულის მოგროვება მოახერხეს. ესენი ნინო ხომერიკი (2063), ინგა ხურცილავა (2276) და მარიამ ჭოლაძე (1909) არიან.

მე-8 ტურში ხომერიკი გვეტაძეს ეთამაშება, ხურცილავა – ნიკოლაძეს, ხოლო ჭოლაძე – ანა კუჭავას (2128), რომლის მონაგარიც 4.5 ქულაა.

შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 9 ტურად მიმდინარეობს და მასში 25 მოჭადრაკე ასპარეზობს. აღსანიშნავია, რომ I-V ადგილებზე გასული მონაწილეები საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლებას მოიპოვებენ. 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113398