ფეხბურთი

13:27 | 1.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი: „პარიზში ვრჩები“

პსჟ-ის თავდამსხმელმა, ნეიმარმა, დაადასტურა, რომ მომავალ სეზონში ისევ პარიზულ კლუბში ითამაშებს. მას „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს.

„მომავალ სეზონში პსჟ-ში ვრჩები. იმ ამბიციით, რომ ამჯერად ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ. მომწონს იდეა, ჩემი სახელი კლუბის ისტორიაში ჩავწერო. თუ აქამდე ადამიანებს ეჭვი ეპარებოდათ პსჟ-ის სიდიადეში, ლისაბონში ეს ეჭვები დასამარდა. ტურნირი თავაწეულებმა დავტოვეთ. გვჯერა, რომ ამ ტურნირის მოგება შეგვიძლია.“ - ციტირებს ბრაზილიელის სიტყვებს კლუბის პრესსამსახური.

თეგებინეიმარიპსჟ
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113225