ფეხბურთი

10:49 | 1.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

"დინამოსა" და "ლოკომოტივის" სავარაუდო მეტოქეები მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე

დღეს უეფას შტაბ-ბინაში ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება. შედეგად, გაირკვევა ის გუნდები, რომელთაც „დინამო თბილისი“ და „ლოკომოტივი“ შეხვდებიან, ცხადია თუ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპს დაძლევენ.

„დინამო“ თუ „ნომანდსის“ ბარიერს გადალახავს, მოცემული გუნდებიდან ერთ-ერთს შეხვდება:

„კი“ (ისლანდია), „კლუჟი“ (რუმინეთი) (განთესილი გუნდები), „დიურგარდენი“ (შვედეთი) ან „ევროპა“ (გიბრალტარი), „ლინფილდი“ (ჩრდ. ირლანდია) ან „ფლორიანა“ (მალტა), „ფლორა“ (ესტონეთი) ან „რეიკიავიკი“ (ისლანდია).

რაც შეეხება „ლოკომოტივს“, თუ გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი მოსკოვის „დინამოს“ დაამარცხებს, შემდეგი გუნდებიდან ერთ-ერთს დაუპირისპირდება:

„ტუეტა“ (ალბანეთი) ან „გრანადა“ (ესპანეთი), „რიეკა“ (ხორვატია), „სერვეტი“ (შვეიცარია) ან „რეიმსი“ (საფრანგეთი).

შეგახსენებთ, წილისყრა დღეს თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება, ხოლო მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 24 სექტემბერს გაიმართება. მანამდე, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე 17 სექტემბერს, „დინამო“ უელსში „ნომანდს“ ესტუმრება, ხოლო „ლოკომოტივი“ თბილისში, მოსკოვის „დინამოს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124125