ფეხბურთი

11:57 | 31.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერი" ვან დე ბეეკს დაიმატებს

ამსტერდამის „აიაქსის“ ნახევარმცველი დონი ვან დე ბეეკი კარიერას „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელებს. Sky Sport-ის ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ და ტრანსფერს მხოლოდ ოფიციალური დასტური აკლია.

„აიაქსი“ ნიდერლანდელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 45 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო „წითელი ეშმაკები“ მასთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებენ.

ვან დე ბეეკი „აიაქსის“ აკადემიის აღზრდილია (2008 წლიდან) და მთავარ გუნდში (2015 წლიდან) 175 მატჩში 41 გოლის გატანა შეძლო.

0.163676