ფეხბურთი

15:59 | 31.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ალექსეი მირანჩუკი სერია A-ში გადავიდა

ბერგამოს „ატალანტამ“ მოსკოვის „ლოკომოტივიდან“ ალექსეი მირანჩუკი დაიმატა. აღნიშნული ინფორმაცია რუსული გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

24 წლის ფეხბურთელი ბერგამოში ჩავა და სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ კონტრაქტს გააფორმებს.

მირანჩუკი „ლოკომოტივის“ მთავარ გუნდში 2013 წლიდან თამაშობდა და 223 შეხვედრაში 41 გოლი გაიტანა. რუსეთის ნაკრებში კი 25 მატჩში მეტოქეთა კარი ხუთჯერ დალაშქრა.

0.111163