ფეხბურთი

13:43 | 30.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ყაზაიშვილმა MLS-ში "გალაქსის" გაუტანა (+VIDEO)

ამერიკულ MLS-ში ვაკო ყაზაიშვილმა ლოს ანჯელეს „გალაქსის“ გაუტანა. 2020 წლის სეზონის მე-7 ტურში „სან ხოსე“ „გალაქსის“ ესტუმრა და 2:3 წააგო.

ანგარიში მე-11 წუთზე ვაკომ გახსნა, რომელმაც თანაგუნდელის კარგი პასის შემდეგ აიღო მეტოქის კარი. ჩვენებურმა გოლის შემდეგ საგოლე გადაცემაც მიითვალა და „სან ხოსე“ ლოს ანჯელესებს ორჯერ უგებდა, მაგრამ საბოლოოდ, 2:3 წააგო.

ყაზაიშვილმა 82-ე წუთზე ითამაშა, გურამ კაშია კი სათადარიგო სკამზე დარჩა.

0.122731