ფეხბურთი

1:55 | 30.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ლაკვეხელიანის საგოლე პასი უნგრეთში (+VIDEO)

უნგრეთის ჩემპიონატის მესამე ტურში ლუკა ლაკვეხელიანმა საგოლე პასი მიითვალა. ქართველი მცველის „მეზოკოვესდმა“ „პაკში“ სტუმრად 2:1 დაამარცხა და ჩვენებურმაც შეძლო 3 ქულის მოპოვებაში თავისი წვლილის შეტანა.

მე-17 წუთზე შომბორ ბერეშმა საჯარიმოს მისადგომებიდან ერთი შეხებით დაარტყა და ულამაზესი გოლი გაიტანა, საგოლე პასი კი ლაკვეხელიანმა თავით გაუკეთა. ლუკამ შეუცვლალდ ითამაშა, მიმდინარე სეზონში კი სამივე მატჩში ძირითად შემადგენლობაში იყო.

„მეზოკოვესდმა“ პირველი გამარჯვება მოიპოვა და 4 ქულით სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა. შეგახსენებთ, ლაკვეხელიანი უნგრულ გუნდს თბილისის „საბურთალოდან“ შეუერთდა,

0.146514