კალათბურთი

13:50 | 3.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

1999-წლიანთა ნაკრებმა სტამბოლში ამხანაგური მატჩი გამართა

საქართველოს 1999 წელს დაბადებულ კალათბურთელთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებაზე თურქეთში იმყოფება. ეს ის ასაკია, 2015 წელს თბილისში გასამართ ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე საქართველოს სახელი რომ უნდა დაიცვას.

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილისა და ზურა ტომარაძის გაწვრთნილი მოზარდები სტამბოლში იმყოფებიან და ვარჯიშებთან ერთად ამხანაგურ მატჩებსაც მართავენ.

პირველი შეხვედრა ქართველებმა გუშინ სტამბოლის IBB-სთან ჩაატარეს. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულ კლუბს არ ჰყავდა შესაბამისი ასაკის გუნდი, საართველოს ნაკრები IBB-ს 1998-წლიანებს დაუპირისპირდა. ქართველებმა პირველი მეოთხედი 20:19 მოიგეს, თუმცა მეორე პერიოდიდან მასპინძლებმა იძალეს და დიდ შესვენებაზე 3-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ.

მეორე ტაიმში თამაში სტამბოლელთა კარნახით გაგრძელდა და საბოლოოდ, მასპინძლებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს – 79:62. ჩვენს გუნდში 12 ქულით აკაკი ფიფია გამოირჩა, გოგა ბითაძემ კი გუნდს 11 ქულა შემატა.

საქართველოს ნაკრები დღეს სტამბოლის “ბეშიქთაშს” შეხვდება. მატჩი აღნიშნული კლუბის დარბაზში გაიმართება.

ხვალ ჩერქეზიშვილის გუნდი კიდევ ერთ თურქულ გრანდ “ეფესს” დაუპირისპირდება, ხოლო თურქული შეკრების ბოლო მატჩს 5 დეკემბერს გამართავს. ამ დღეს ქართველები “გალათასარაის” უნდა შეხვედროდნენ, მაგრამ მოგვიანებით სტამბოლელებმა დაპირისპირებაზე უარი თქვეს. თუ რომელი გუნდი ჩაენაცვლება “გალათასარაის”, მოგვიანებით გაირკვევა.

 

ამხანაგური მატჩი. სტამბოლი. 2 დეკემბერი

IBB (U16) – საქართველო (U15) 79:62 (19:20, 19:15, 20:14, 21:13)

საქართველო: კაკუბერი, ყირიმელი (4), მდივანი, ა.ფიფია (12), ბ.ქავთარაძე (8), ჩეჩელაშვილი (4), ალავიძე (6), ბითაძე (11), ხურცილავა, გაფრინდაშვილი (3), მამუკელაშვილი (4), ჯანელიძე (7), აბულაძე.

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115421