ფეხბურთი

22:59 | 28.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ლესტერი" ჩილუელის შემცვლელს ეძებს

"ლესტერმა" ბენ ჩილუელის ლონდონის "ჩელსიში" გაშვების შემდეგ მისი შემცვლელის ძებნა დაიწყო და ორი კანდიდატი უკვე ყავს. Sky Sports-ის ინფორმაციით, ინგლისური კლუბი "აიაქსის" და "ატალანტას" ფეხბურთელებით ნიკოლას ტალიაფიკოს და რობინ გოზენსის დამატებით დაინტერესდა.

ინგლისური გამოცემა იუწყება, რომ ჰოლანდიური და იტალიური კლუბები ფეხბურთელების სანაცვლოდ 40 მილიონ გირვანქა სტერლინგს ითხოვენ, თუმცა ამდენის გადახდა "ლესტერს" არ სურს. "მელიებმა" ბენის ტრანსფერში 50 მილიონი მიიღეს და ერთ-ერთი ფეხბურთელის შეძენა შეუძლიათ.

ტალიაფიკოს შემთხვევაში "მელიებს" საქმე გაურთულდებათ, რადგან ფეხბურთელის დამატებით "ბარსელონაცაა" დაინტერესებული. ასევე, გოსენსი გერმანიის ნაკრებში გამოიძახეს და მასზე მოთხოვნაც გაიზრდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115472