ფეხბურთი

16:49 | 28.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ნიუელსის" ფანების მსვლელობა ქალაქში მესის გამო: "აქ შენი სახლია, დაბრუნდი" (+VIDEO)

ლიონელ მესი „ბარსელონას“ დატოვებასთან ძალიან ახლოსა და ამან „ნიუელს ოლდ ბოიზის“ ფანებს იმედი ჩაუსახა. როსარიოში გულშემატკივრები ქუჩაში გამოვიდნენ და მესის სახლში დაბრუნებისკენ მოუწოდეს.

„მესი, აქ შენი სახლია“, - ჩანდა წარწერები ბანერებზე, მესის ფოტოები მაისურებსა და ქუდებზე. ფანების მსვლელობა ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.

მოგეხსენებათ, ლეომ ფეხბურთის თამაში სწორედ „ნიუელს ოლდ ბოიზში“ დაიწყო და ახლა ამ გუნდის ქომაგები იმედოვნებენ, რომ არგენტინელი როსარიოში 21 წლის შემდეგ დაბრუნდება.

0.118654