ფეხბურთი

15:28 | 28.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ტიაგო სილვა "ჩელსის" ფეხბურთელია

ლონდონის „ჩელსი“ შემადგენლობის გაძლიერებას აგრძელებს და ტიაგო სილვა დაიმატა. როგორც ინგლისური კლუბი იტყობინება, ვეტერან ბრაზილიელთან 1+1-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

სილვა „ჩელსის“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა მას შემდეგ, რაც პსჟ-სთან ხელშეკრულება ამოეწურა.

„ბედნიერი ვარ, რომ ეს ავენტურა იწყება და ლამპარდის გუნდის ნაწილივიქნები. აქ საბრძოლველად ვარ და მოუთმენლად ველოდები „სტემფოდ ბრიჯზე“ თამაშს“, - თქვა ბრაზილიელმა.

„მოხარულები ვართ, რომ დავიმატებთ მსოფლიო დონის მოთამაშე, როგორიცაა ტიაგო სილვა. ეჭვი არ გვეპარება მისი თვისებები და გამოცდილება ჩვენს სხვა დიდ ფეხბურთელებსაც დაეხმარება. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენთან ერთად შეძლებს თავის კოლექციას უფრო მეტი ტიტული შემატოს“, - აღნიშნა „ჩელსის“ დირექტორმა მარინა გრანოვსკაიამ.

შეგახსენებთ, 35 წლის ტიაგო სილვა პსჟ-ში 2012 წლიდან თამაშობდა და 315 მატჩში 17 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ჟუვენტუდეს“, „პორტუს“, მოსკოვის „დინამოს“, „ფლუმიმინენსესა“ და „მილანის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109166