ფეხბურთი

22:12 | 27.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

არც ბრძოლა და არც თამაში: "საბურთალო" ევროპისგან ძალიან შორს...

არც ბრძოლა იყო და არც ფეხბურთი - „საბურთალო“ ევროპა ლიგის 2019-2020 წლების სეზონს ძალიან უფერულად და ადვილად გამოეთიშა.

ამბობენ ხოლმე, თავს ზემოთ ძალა არ არისო, ალბათ ამ შემთხვევასთან გვქონდა საქმე, მაგრამ არც ისეა, რომ თემურ შალამბერიძის გუნდმა იმისთვის, რომ არ წაეგო, რამე გააკეთა. არა, არ გაუკეთებია, ან ვერ გააკეთა, მაგრამ ფაქტია 1:5 განადგურდა.

ანგარიშმა შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს, კვიპროსელებს კიდევ არაერთი რეალური საგოლე შანსი ჰქონდათ და ისიც სათქმელია როგორი გოლები გაიტანეს.

„საბურთალოს“ დაცვის ხაზში რა ხდებოდა, ძნელი სათქმელია - უფრო სწორად, დაცვა საერთოდ არ ჰყოლია თბილისურ გუნდს... ბაგალი დაბო იყო გამორჩეული, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა, მაგრამ ორჯერ ცარილე კარში, პრაქტიკულად კარის ხაზიდან გაიტანა. მასზე ნაკლები არც ფლორენ დიგინი ყოფილა და მანაც ცარიელი კარი დალაშქრა. ბევრი ახსნა არ სჭირდება, ერთ მატჩში 3 გოლს ცარიელ კარში რომ გიტანენ, ეს ნათლად მეტყვლებს დაცვის ხაზის უსუსტეს გარჯაზე!

„საბურთალომ“ ერთი გოლი გაიტანა, გიორგი გულიაშვილმა, ლამაზად, მოხდენილად გადაავლო ბურთი თავზე მასპინძელთა მეკარეს, მაგრამ ეს ვერაფერი ნუგეშია.

ამრიგად, თბილისის „საბურთალომ“ „აპოლონთან“ გამანადგურებელი მარცხით ევროპაში გამოსვლა 90 წუთში დაასრულა. ვაღიაროთ, რომ ეს მოსალოდნელიც იყო, ქართული ფეხბურთის დონე ევროპისგან ძალიან შორსაა!

„აპოლონი“ – „საბურთალო“ 5:1 (2:0)

აპოლონი (3-4-2-1): მალი; შალაი, რობერგი, იუსტე; იონიოტასი, დენიჩი (აგირე 64), საკეტი, პიტასი; მატეი (პსიხასი 64), დიგინი (მარკოვიჩი 64); დაბო

მწვრთნელი: სოფრონის ავგუსტი

საბურთალო (4-4-2): კუპატაძე; მალი, მარგველაშვილი, გრიგალაშვილი, კაკუბავა; ტაბატაძე, ტერა (ჭიჭინაძე 66), ალთუნაშვილი, ბუმალი (გოჩოლეიშვილი 78); ლუმუ (გულიაშვილი 63), ქავთარაძე

მწვრთნელი: თემურ შალამბერიძე

გოლები: 1:0 დაბო (4), 2:0 დაბო (32), 3:0 დიგინი (58), 3:1 გულიაშვილი (69), 4:1 დაბო (76), 5:1 იანიოტასი (86)

0.134996