ფეხბურთი

0:45 | 27.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ჰაპოელის" მწვრთნელი: "დინამო ბათუმი" შესანიშნავი ფორმაშია და კარგი ფეხბურთელები ჰყავს"

„დინამო ბათუმის“ მეტოქის, ბეერ-შევას „ჰაპოელის“ მთავარმა მწვრთნელმა იოსი აბუკასისმა მატჩამდე ისაუბრა. ებრაელმა სპეციალისტმა ხაზი გაუსვა, რომ მეტოქე კარგ ფორმაში იმყოფება და მიმდინარე სეზონში დაუმარცხებელია.

„მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლები ვართ, ქართველები ძალიან კარგ ფორმაში ჩამოვიდნენ, ჩემპიონატში ათი ტური აქვთ ნათამაშები და ეს მათ უპირატესობას ანიჭებს. ისინი კარგ ფორმაში არიან, პირველ ადგილს იკავებენ და ამ სეზონში არ წაუგიათ. ეს მატჩი უკეთ უნდა ჩავატაროთ იმის მიუხედავად, რომ მზადება გვიან დავიწყეთ. მოწინააღდეგის თამაშები ვნახეთ, ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს, მათ შორის უცხოელები. უნდა შევუმციროთ სივრცეები და შეტევაში კარგად ვითამაშოთ.

ეს არის ერთი თამაში, როგორც მაგალითად ქვეყნის თასზე და შეცდომა არ შეიძლება. გარშემო ყველაფერი განსხვავებულია, მაგრამ ამ თამაშში მხოლოდ ერთ რამეს ვეძებთ - გამარჯვებას. ტრანსფერებით კმაყოფილი ვარ, ძალიან კარგი ფეხბურთელები დავიმატეთ“, - თქვა აბუკასისმა.

შეგახსენებთ, „ჰაპოლი“ – „დინამო ბათუმის“ მატჩი 27 აგვისტოს, თბილისის დროით 21:45 საათზე გაიმართება.

0.121229