ფეხბურთი

22:00 | 26.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ტორინომ" პოლონეთის ნაკრების ფეხურთელი გაიფორმა

პოლონეთის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "სამპდორიას" ყოფილი ნახევარმცველი კაროლ ლინეტი კარიერას "ტორინოში" გააგრძელებს. როგორც ტურინული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. გენუელები ტრანსფერის სანაცვლოდ 7.5 მილიონ ევროს მიიღებენ.

ლინეტი "ლეხის" აკადემიის აღზრდილია და "სამპდორიამ" 2016 წელს დაიმატა. ბოლო ოთხი სეზონის განმავლობაში კაროლმა გენუური კლუბის მაისურით 132 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 11 გოლი და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა. პოლონეთის ეროვნულ ნაკრებში ლინეტი 2014 წლიდან თამაშობს და 23 შეხვედრის ჩატარება შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110029