ფეხბურთი

22:20 | 26.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" "შალკეს" ნახევარმცველი იჯარის წესით დაიმატა

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ნაკრების და "შალკეს" ნახევარმცველი უესტონ მაკკენი მომდევნო სეზონს იჯარის წესით "იუვენტუსში" გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია Sky Sport Italia-მ გაავრცელა. ჯერჯერობით აღნიშნული ტრანსფერი იტალიურ და გერმანულ კლუბებს არ დაუდასტურებიათ.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, 21 წლის ფეხბურთელის იჯარაში ტურინელები 3.5 მილიონ ევროს გადაიხდიან, ხოლო 2021 წელს მისი გამოსყიდვა 18 მილიონ ევროს სანაცვლოდ შეეძლებათ. მაკკენი "შალკემ" 2016 წელს "დალასის" აკადემიიდან დაიმატა. გასულ წელს უესტონმა 32 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117712