ფეხბურთი

11:23 | 26.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლიოვმა გერმანიის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. აღსანიშნავია, რომ გერმანელმა სპეციალისტმა მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელებს „ბუნდესნაკრებში“ არ უხმო და ამის მიზეზი სეზონის გვიან დასრულებაა.

ტრავმის გამო კი, ლიოვმა „ბარსელონას“ კარის დარაჯი მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ვერ გამოიძახა. მთლიანობაში საკმაოდ გადახალისებული შემადგენლობა გამოვიდა, რომელიც შემდეგნაირია:

მეკარეები: კევინ ტრაპი (აინტრახტი), ბერნდ ლენო (არსენალი, ინგლისი), ოლივერ ბაუმანი (ჰოფენჰაიმი)

მცველები: ტიმო კერერი (პსჟ, საფრანგეთი), რობინ გოსენსი (ატალანტა, იტალია), მატიას გინტერი (გლადბახი), ჯონათან ტა (ლევერკუზენი), ნიკლას ზულე (ბაიერნი), ანტონიო რუდიგერი (ჩელსი, ინგლისი), ნიკო შულცი (დორტმუნდი), რობინ კოხი (ფრაიბურგი)

ნახევარმცველები: იულიან ბრანდტი (გლადბახი), ემრე ჯანი (დორტმუნდი), იულიან დრაქსლერი (პსჟ, საფრანგეთი), ილქაი გუნდოგანი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), კაი ჰავერტცი (ლევერკუზენი), ტონი კროოსი (რეალი, ესპანეთი), ფლორიან ნოიჰაუსი (გლადბახი), ლეროი სანე (ბაიერნი), სუატ სერდარი (შალკე)

თავდამსხმელები: ლუკა ვალდშმიდტი (ბენფიკა, პორტუგალია), ტიმო ვერნერი (ჩელსი, ინგლისი)

გერმანიის ნაკრები 3 სექტემბერს, ესპანეთს უმასპინძლებს, ხოლო სამი დღის შემდეგ შვეიცარიას ესტუმრება.

0.113204