სხვა

23:12 | 24.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

უსაინ ბოლტს კორონავირუსი დაუდასტურდა

ლეგენდარული იამაიკელი სპრინტერი უსაინ ბოლტი კორონავირუსს ებრძვის. 34 წლის მორბენალი დაინფიცირდა და ეს ცნობა თავად დაადასტურა.

ბოლტს COVD-19 ასიმპტომურად აღენიშნება და საკუთარ სახლში იზოლაციაში იმყოფება.

უსაინმა 21 აგვისტოს 34-ე დაბადების დღე აღნიშნა და ბევრი სტუმარიც მიიპატიჟა. როგორც ცნობილია სტუმრებს შორის იყვნენ „ლევერკუზენის“ ფეხბურთელი ლეონ ბაილი, „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი რაჰიმ სტერლინგი და კრიკეტის იამაიკელი მოთამაშე კრის გაილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113588