ფეხბურთი

22:42 | 24.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ლუკა ლოჩოშვილი ავსტრიის ბუნდესლიგაში გადავიდა

ქართველი ფეხბურთელი ლუკა ლოჩოშვილი კარიერას "ვოლფსბერგერში" გააგრძელებს. ახალგაზრდა მცველმა ავსტრიულ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.

აღსანიშნავია ისიც, რომ ლოჩოშვილის გუნდში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გურამ გიორბელიძე თამაშობს, რომელიც კლუბს ცოტა ხნის წინ შეუერთდა. "ვოლფსბერგერი" გასულ სეზონში ავსტრიის ბუნდესლიგაში მესამე ადგილზე გავიდა და შედეგად ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვა.

ლოჩოშვილის შესახებ ავსტრიელთა მთავარმა მწვრთნელმა ფერდინანდ ფელდოფერმა კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მოხარულები არიან კონტრაქტის გაფორმებით:

„ლუკა ახალგაზრდა ცველია, რომლის გამოყენება შეგვიძლია, როგორც ცენტრში, ისე მარცხენა ფლანგზე. მან უკვე დაამტკიცა თავისი შესაძლებლობები საერთაშორისო დონეზე და მოხარულები ვართ, რომ როგორც იქნა კონტრაქტს ხელი მოვაწერეთ. მადლობა ყველას, ვინც ტრანსფერში მონაწილეობდა“, - თქვა ფელდოფერმა.

22 წლის ლუკა ლოჩოშვილმა მიმდინარე სეზონში "დინამო თბილისის" შემადგენლობაში გაატარა, რომლის რიგებშიც 11 თამაში ჩაატარა. მანამდე კი კიევის "დინამოსა" და "ჟილინას" რიგებში გამოდიოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116372