ფეხბურთი

11:17 | 24.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

დრამატული ფინალი: ლა ლიგის ახალი სეზონის მეოცე მონაწილე ცნობილია

ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის პლეი-ოფი დასრულდა და შედეგად გაირკვა ლა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის ბოლო, მეოცე მონაწილე.

ორრაუნდიანი ფინალი „ჟირონასა“ და „ელჩეს“ შორის დრამატული გამოდგა. პირველი მატჩი „ელჩეს“ სტადიონზე უგოლოდ დასრულდა და საპასუხო თამაშიც ამ სცენარისკენ მიდიოდა, მაგრამ მსაჯის მე-6 კომპენსირებულ წუთზე პერე მილამ გამარჯვების გოლი გაიტანა და „ელჩე“ ლა ლიგაში დააბრუნა, პირველად 2014-2015 წლების სეზონის შემდეგ.

ამრიგად, ესპანეთის ლა ლიგის 2020-2021 წლების სეზონში შემდეგი 20 გუნდი ითამაშებს:

„რეალი“, „ბარსელონა“, „ატლეტიკო“,“სევილია“, „ვილიარეალი“, „სოსიედადი“, „გრანადა“, „ხეტაფე“, „ვალენსია“, „ოსასუნა“, „ბილბაო“, „ლევანტე“, „ვალიადოლიდი“, „ეიბარი“, „ბეტისი“, „ალავესი“, „სელტა“, „უესკა“, „კადისი“ და „ელჩე“.

0.109073