ფეხბურთი

23:24 | 23.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

მირალემ პიანიჩს კორონავირუსი დაუდასტურდა

კატალონიის „ბარსელონას“ ახალწვეულ მირალემ პიანიჩს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ესპანური გრანდის ვებგვერდი იტყობინება.

ბოსნიელს ტესტირება ჩაუტარდა, რომელმაც დადებითი პასუხი აჩვენა. ამიტომაც, პიანიჩი 15 დღეს თვითიზოლაციაში გაატარებს და გუნდს დაგვიანებით შეუერთდება. ფეხბურთელს ვირუსი უსიმპტომოდ გამოუვლინდა.

შეგახსენებთ, პიანიჩი „ბარსელონამ“ ტურინის „იუვენტუსს“ ცოტა ხნის წინ ბრაზილიელს არტურ მელოში გაუცვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109964