ფეხბურთი

18:45 | 20.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ყველაზე ტიტულოვანი კლუბები

2019-2020 წლების ევროსეზონი დასასრულს მიუახლოვდა. დარჩა ორი მატჩი, ორივე კულმინაციური, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ფინალები.

მიუნხენის „ბაიერნს“, მილანის „ინტერსა“ და „სევილიას“ შანსი აქვთ ევროტიტულებით თავიანთი ისტორია გაამდიდრონ, ისევე, როგორც პსჟ-ს, მაგრამ ფრანგული კლუბი ამ მხრივ იმდენად ღარიბია (ერთადერთი თასების თასი), რომ ჯერჯერობით ევროპის ყველაზე წარმატებული კლუბების ჩამონათვლათნ ახლოსაც არაა.

ევროპაში ყველაზე ტიტულოვანი გუნდი კი ცხადია მადრიდის „რეალია“, რომლის ლიდერობას კარგა ხანს საფრთხე არ ემუქრება. მას კვალში „მილანი“, „ბარსელონა“ და „ლივერპული“ უდგანან.

ევროპის ყველაზე ტიტულოვანი გუნდების ჩამონათვალი ასეთია (ტიტულებში ჩათვლილია მხოლოდ ევროთასები და მასში არ შედის შიდა პირველობებზე მოპოვებული ჯილდოები):

„რეალი“ – 19 ტიტული

ჩემპიონთა თასი/ლიგა - 13 (1956, 1957, 1958, 1959, 1960, 1966, 1998, 2000, 2002, 2014, 2016, 2017, 2018)

უეფას თასი/ევროპა ლიგა - 2 (1985, 1986)

თასების თასი - 0

ევროპის სუპერთასი - 4 (2002, 2014, 2016, 2017)

„მილანი“ – 14 ტიტული

ჩემპიონთა თასი/ლიგა - 7 (1963, 1969, 1989, 1990, 1994, 2003, 2007)

უეფას თასი/ევროპა ლიგა - 0

თასების თასი - 2 (1968, 1973)

ევროპის სუპერთასი - 5 (1989, 1990, 1994, 2003, 2007)

„ბარსელონა“ – 14 ტიტული

ჩემპიონთა თასი/ლიგა - 5 (1992, 2006, 2009, 2011, 2015)

უეფას თასი/ევროპა ლიგა - 0

თასების თასი - 4 (1979, 1982, 1989, 1997)

ევროპის სუპერთასი - 5 (1992, 1997, 2009, 2011, 2015)

„ლივერპული“ – 13 ტიტული

ჩემპიონთა თასი/ლიგა - 6 (1977, 1978, 1981, 1984, 2005, 2019)

უეფას თასი/ევროპა ლიგა - 3 (1973, 1976, 2001)

თასების თასი - 0

ევროპის სუპერთასი - 4 (1977, 2001, 2005, 2019)

„აიაქსი“ – 8 ტიტული

ჩემპიონთა თასი/ლიგა - 4 (1971, 1972, 1973, 1995)

უეფას თასი/ევროპა ლიგა - 1 (1992)

თასების თასი - 1 (1987)

ევროპის სუპერთასი - 2 (1973, 1995)

„ბაიერნი“ – 8 ტიტული

ჩემპიონთა თასი/ლიგა - 5 (1974, 1975, 1976, 2001, 2013)

უეფას თასი/ევროპა ლიგა - 1 (1996)

თასების თასი - 1 (1967)

ევროპის სუპერთასი - 1 (2013)

„იუვენტუსი“ – 8 ტიტული

ჩემპიონთა თასი/ლიგა - 2 (1985, 1996)

უეფას თასი/ევროპა ლიგა - 3 (1977, 1990, 1993)

თასების თასი - 1 (1984)

ევროპის სუპერთასი - 2 (1984, 1996)

„ინტერი“ – 6 ტიტული

ჩემპიონთა თასი/ლიგა - 3 (1964, 1965, 2010)

უეფას თასი/ევროპა ლიგა - 3 (1991, 1994, 1998)

თასების თასი - 0

ევროპის სუპერთასი - 0

„მანჩესტერ იუნაიტედი“ – 6 ტიტული

ჩემპიონთა თასი/ლიგა - 3 (1968, 1999, 2008)

უეფას თასი/ევროპა ლიგა - 1 (2017)

თასების თასი - 1 (1991)

ევროპის სუპერთასი - 1 (1998)

„სევილია“ – 6 ტიტული

ჩემპიონთა თასი/ლიგა - 0

უეფას თასი/ევროპა ლიგა - 5 (2006, 2007, 2014, 2015, 2016)

თასების თასი - 0

ევროპის სუპერთასი - 1 (2006)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112357